---
title: "მუხლი 71. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/71"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "71"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 71 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/71

1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ახალარჩეული უმაღლესი საბჭო პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (შემდგომ – უსკო) მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას უმაღლესი საბჭოს წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ.

3. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ხსნის უსკოს თავმჯდომარე, რომელიც სიტყვას აძლევს სხდომაზე დამსწრე უხუცეს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრი.

4. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმომადგენლები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/72.md
