---
title: "მუხლი 73. პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/73"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "73"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 73 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/73

1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭო პირველ სხდომაზე საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს;
ბ) რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს კომიტეტების თავმჯდომარეებს.

2. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგლამენტით დადგენილი წესით გრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/74.md
