---
title: "მუხლი 79. პოლიტიკური დებატები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/79"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "79"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79. პოლიტიკური დებატები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 79 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/79

1. ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნა. პოლიტიკური დებატების დღე, როგორც წესი, მორიგი სესიის განმავლობაში ინიშნება ორჯერ. პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

2. პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის ფრაქციასა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) ეძლევა თითოეულს 30 წუთი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს – 20 წუთი, უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 10 წუთი. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. გამომსვლელთა თანმიმდევრობას განსაზღვრავს ბიურო.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებული დროის ლიმიტით და განხილული საკითხი დააყენოს კენჭისყრაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/80.md
