---
title: "მუხლი 82. კენჭისყრის ფორმა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/82"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "82"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82. კენჭისყრის ფორმა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 82 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/82

1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, სიის ამოკითხვა­სახელობითი კენჭისყრა) ან ფარული (ბიულეტენებით კენჭისყრა რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

2. კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს, როგორც მომხრე ან წინააღმდეგი.

4. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას ხმის დამთვლელი კომისია ან უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ადგენს კენჭისყრის ადგილს, ბიულეტენის ფორმას და მისი შევსების წესს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/81.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/83.md
