---
title: "მუხლი 84. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/84"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "84"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 84. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 84 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/84

1. საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებით და უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენით, მათ შორის ოფიციალური ელექტრონული რესურსების გამოყენებით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არანაკლებ 2000 ამომრჩეველს.

3. მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა უფლებამოსილი, უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონისა და მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტები.

4. მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრი, კომიტეტი, ფრაქცია არის უფლებამოსილი, უმაღლეს საბჭოს წარუდგინონ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი.

5. კანონპროექტი, რომლის ავტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, არ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს უმაღლესი საბჭოს წევრმა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/85.md
