---
title: "მუხლი 94. კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/94"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "94"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 94. კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 94 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/94

1. უმაღლესი საბჭო წამყვანი კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტს განიხილავს სამი მოსმენით, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კანონპროექტის პირველი მოსმენისას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები.

3. კანონპროექტის მეორე მოსმენისას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების ან/და თავების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების ან/და თავების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნისას მისი მოადგილის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე.

4. კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №93-IIს - ვებგვერდი, 21.06.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/93.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/95.md
