---
title: "მუხლი 97. საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე მოსმენით განხილვის თავისებურება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/97"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "97"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 97. საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე მოსმენით განხილვის თავისებურება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 97 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/97

1. საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვისას პაკეტში შემავალ თითოეულ კანონპროექტზე ცალკე იმართება რეგლამენტის 95-ე მუხლის მე-2–მე-7 პუნქტებითა და 96-ე მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები.

2. საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ყველა კანონპროექტზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ ერთიანად იმართება რეგლამენტის 95-ე მუხლის მე-8–მე-9 და მე-11 პუნქტებითა და 96-ე მუხლის მე-8–მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული გამოსვლები.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები ასევე მოქმედებს საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული ან/და გამარტივებული წესით განხილვის დროსაც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/96.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/98.md
