---
title: "მუხლი 1. მოქმედების სფერო — სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/1"
law: "სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ"
article: "1"
identifier: "256"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-07-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. მოქმედების სფერო — სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-07-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/1

1. „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ პირებს, რომელთაც 2026 წლის 20 დეკემბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად შეუძლიათ განახორციელონ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობა.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება V კლასის შენობა-ნაგებობებზე.

3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ სანებართვო დოკუმენტაციაზე, რომელიც ამ წესის ამოქმედების დროისთვის წარდგენილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში.

4. ამ წესის მოქმედება ტექნიკური ზედამხედველობის ნაწილში არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომელზედაც  მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2019 წლის 3 ივნისამდე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №496 – ვებგვერდი, 20.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №111 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №489 - ვებგვერდი, 05.11.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის დადგენილება №315 - ვებგვერდი, 08.07.2026წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/2.md
