---
title: "მუხლი 2. ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით — სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/2"
law: "სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ"
article: "2"
identifier: "256"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-07-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით — სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-07-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/2

1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნა –  III-IV კლასების შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად;
ბ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნა –  II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად;
გ) კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნა –  II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად;
დ)  არსებობის შემთხვევაში − ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრული საექსპერტო დასკვნა გულისხმობს „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობას, სულ მცირე, შემდეგი ნაწილების მითითებით:
ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას;
ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას;
გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას;
დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას;
ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას;
ვ) მისაწვდომობის შეფასებას;
ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას;
თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას;
ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას;
კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას;
ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას;
მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/3.md
