---
title: "მუხლი 3. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირები — სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/3"
law: "სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ"
article: "3"
identifier: "256"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-07-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირები — სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-07-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/3

1. 2026 წლის 20 დეკემბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ან პირს, თუ მას აქვს:
ა)  შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ:
ბ.ა) 5 წლის სტაჟი – III-IV კლასების შენობა-ნაგებობის  არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;
ბ.ბ) 10 წლის სტაჟი – II-IV კლასების შენობა-ნაგებობის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;
ბ.გ) 5 წლის სტაჟი – II კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;
ბ.დ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;
ბ.ე) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;
ბ.ვ) 7 წლის სტაჟი –  II-IV კლასების შენობა-ნაგებობის ტექნოლოგიური ნაწილის (არსებობის შემთხვევაში) ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად;
ბ.ზ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად;
ბ.თ) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად.

2. I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ტექნიკური ზედამხედველობა დაუკვეთოს პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.  თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს, ის თვითონ არის პასუხისმგებელი მშენებლობის პროცესში სამშენებლო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 აპრილის დადგენილება №271 – ვებგვერდი, 28.04.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №496 – ვებგვერდი, 20.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №111 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №489 - ვებგვერდი, 05.11.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის დადგენილება №315 - ვებგვერდი, 08.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/4.md
