---
title: "მუხლი 4. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისათვის ექსპერტიზისა და ტექნიკური ზედამხედველობის ჩატარების პროცედურა — სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/4"
law: "სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ"
article: "4"
identifier: "256"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-07-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისათვის ექსპერტიზისა და ტექნიკური ზედამხედველობის ჩატარების პროცედურა — სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-07-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/4

1. ამ წესით განსაზღვრული პირის მიერ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისათვის, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების II სტადიაზე სანებართვო დოკუმენტაციასთან ერთად ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინოს ექსპერტის/ტექნიკური ზედამხედველის ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. ამ წესით განსაზღვრული პირის მიერ მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის  განხორციელებისათვის,  შესაბამისი პირი  ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს და წარუდგინოს მას ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578095-sanebartvo-dokumentatsiis-saeksperto-shepasebisa-da-teknikuri-zedamkhe/3.md
