---
title: "მუხლი 33¹. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/33-1"
law: "განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "33^1"
identifier: "matsne 4578118"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33¹. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 33¹ (consolidated as of 2026-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/33-1

1. შენობის ახალი მშენებლობისას, ასევე არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს“.
შენიშვნა:
მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია განმარტებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის  დადგენილებით დამტკიცებული „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების“ შესაბამისად.

2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შენობებზე.

3. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები არ ვრცელდება არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევებზე, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევებში, ხარჯეფექტურობის გამოთვლა ხორციელდება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიით“, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის დადგენილება №353 - ვებგვერდი, 14.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №285 – ვებგვერდი, 04.08.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/34.md
