---
title: "მუხლი 44. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების შეტანა — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/44"
law: "განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 4578118"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების შეტანა — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/44

1. ამ დადგენილების 43-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

2. ამ დადგენილების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში თუ სააგენტოში არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, სააგენტო უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ. მითითებული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოს იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სააგენტოს აღნიშნული ვადის გაგრძელებისათვის მიმართავს მითითებული ვადის გასვლამდე იმ ვადით ადრე რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით საჭიროა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის.
თავი XII
სამშენებლო დოკუმენტის პროექტი; სამშენებლო დოკუმენტი და მშენებლობის ორგანიზების პროექტი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/45.md
