---
title: "მუხლი 50. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების განმსაზღვრელი მახასიათებლები — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/50"
law: "განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "50"
identifier: "matsne 4578118"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების განმსაზღვრელი მახასიათებლები — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2026-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/50

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით.

2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამამზადებელი საწარმოები;
ბ) მაგისტრალური გაზსადენის საკომპრესორო ან/და გაზგამანაწილებელი სადგური წარმადობით 3000 მ.კბ/სთ და მეტი;
გ) დღე-ღამეში 100 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის მინერალური სასუქის მწარმოებელი საწარმოები;
დ) დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის ნავთობ- და გაზგადამმუშავებელი საწარმოები;
ე) ჰაერის დაყოფის პროდუქტების (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ნეონჰელიუმის ნარევი) მწარმოებელი საწარმოები;
ვ) ქიმიური ბოჭკოს ან/და პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმოები;
ზ) საღებავი მასალების მწარმოებელი საწარმოები, რომლებშიც მიმდინარეობს პროცესები ქიმიური ტექნოლოგიების გამოყენებით;
თ) ცელულოზა ქაღალდის მწარმოებელი საწარმოები;
ი) რეზინტექნიკური ნაკეთობების მწარმოებელი საწარმოები;
კ) დღე-ღამეში 10 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის სპირტის საწარმოები;
ლ) ცივი ან/და ცხელი ნაგლინის მწარმოებელი საწარმოები;
მ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჩამოსხმის საწარმოები;
ნ) 1000 მ 3 და მეტი მოცულობის მონოლითური ნაგებობა სეისმური ნაკერების გარეშე;
ო) შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობები;
პ) 50 მ ან/და მეტი სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 30 მ და მეტი ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
ჟ) ნაგებობა, რომლის მალის ან/და ფერმის ან/და სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 24 მ-ზე;
რ) მეტროპოლიტენი;
ს) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, ავზების ჯამური მოცულობით 1000 მ 3 და მეტი;
ტ) სატრანსპორტო გვირაბი;
უ) საჰაერო-საბაგირო გზა;
უ 1 ) ზიპლაინი;
ფ) ფუნიკულიორი;
ქ) წყალსაცავი 100 000 მ 3 და მეტი მოცულობის;
ღ) საქართველოს რადიო-სარელეო სისტემის ანძები;
ყ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაშენებელი სასტუმროები;
შ) აეროდრომი კოდური აღნიშვნით − 4D, 4E ან 4F (საანგარიშო საფრენი ზო­ლის სიგრძე − 1 800 მ და მეტი, ასევე თვითმფრინავის ფრთის გაშლა − 36 მ და მეტი);
ჩ) ელექტროქვესადგური 330 კ.ვოლტი და მეტი;
ც) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი ნაგებობა;
ძ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი ნაგებობა;
წ) ჰიდროელექტროსადგური 50 მვტ და მეტი;
წ 1 ) თბოელექტროსადგური;
წ 2 ) ქარის ელექტროსადგური, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნაგებობის მახასიათებლები;
ჭ) მაგისტრალური ნავთობსადენი;
ხ) მაგისტრალური გაზსადენი;
ჯ) 110 კვ-დან 330 კვ და მეტი ელექტროგადამცემი ხაზები;
ჰ) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა;
ჰ 1 ) მაგისტრალური რკინიგზა;
ჰ 2 ) სამელიორაციო და საირიგაციო სისტემები (წყალმიმღები ნაგებობა და მაგისტრალური არხები);
ჰ 3 ) წყალარინების მილი დიამეტრით 1 500 მმ ან/და გამწმენდი ნაგებობები დღე-ღამეში 5000 მ 3 და მეტი წარმადობით;
ჰ 4 ) წყალსადენი, მუშა წნევით − 25 და მეტი ატმოსფერო და 1 400 მმ-ისა და მეტი დიამეტრით ან/და წყალმომარაგების სათავო ნაგებობები დღე-ღამეში 5000 მ 3 -ითა და მეტი წარმადობით;
ჰ 5 ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა;
ჰ 6 ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საკუთრებაში ან სახელმწიფო საკუთრებაში და მათ დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყველა სახის შენობა-ნაგებობები;
ჰ 7 ) შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ ნახევარკუნძულის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები;
ჰ 8 ) შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნურ კუნძულზე/ნახევარკუნძულზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობები;
ჰ 9 ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და მის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები;
ჰ 10 ) შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური ყურე და მის მოწყობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 ივნისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 11.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივნისის დადგენილება №284 - ვებგვერდი, 20,06,2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის დადგენილება №361 – ვებგვერდი, 14.07.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №392 – ვებგვერდი, 27.07.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 04.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №348 - ვებგვერდი, 17.10.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 11 მარტის დადგენილება №73 - ვებგვერდი, 11.03.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 აპრილის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 22.04.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 09.02.2026წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №466 - ვებგვერდი, 30.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/51.md
