---
title: "მუხლი 64. ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/64"
law: "განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "64"
identifier: "matsne 4578118"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2026-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/64

1. განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას.

2. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულება დამკვეთს არ ეკისრება ექსტერიერისა და ქსელების რეკონსტრუქციის შემთხვევაში.

3. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად შესრულდა და არ არის დარღვეული სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები.

4. შენობა-ნაგებობების კომპლექსის დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ობიექტ(ებ)ი, რომელთა მშენებლობაც დასრულებულია სანებართვო პირობების შესაბამისად, შესაძლებელია მიღებულ იქნეს ექსპლუატაციაში.

5. შესაძლებელია საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ნაწილობრივ ექსპლუატაციაში მიღება სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, რაც უნდა დადასტურდეს მშენებლობის დამკვეთი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარდგენილი, ამ დადგენილების 65-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად. საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/65.md
