---
title: "მუხლი 17. სპეციალური ზონა (სპზ-1, სპზ-2) — ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4579383-teritoriebis-gamoqenebis-da-ganashenianebis-regulirebis-dziritadi-debu/17"
law: "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ"
article: "17"
identifier: "261"
adopted: "2019-06-03"
consolidated_as_of: "2025-12-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. სპეციალური ზონა (სპზ-1, სპზ-2) — ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-12-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4579383-teritoriebis-gamoqenebis-da-ganashenianebis-regulirebis-dziritadi-debu/17

1. სპეციალური ზონა არის ისეთი ქვეზონა, რომელიც არსებითად განსხვავდება ამ წესის მე-6-მე-16 მუხლებით განსაზღვრული ქვეზონებისაგან და ახდენს სპეციალური ფუნქციების ერთ ქვეზონაში თავმოყრას კლასტერების სახით (სპზ-1) ან სხვა სპეციალური ზონის სახით (სპზ-2).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის შეიძლება არსებობდეს: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი; ბ) კვლევითი ცენტრი; გ) ლაბორატორია; დ) სტუდენტთა საცხოვრებელი სახლი; ე) ტექნოლოგიური პარკი; ვ) კულტურის, სოციალური და ჯანდაცვის ობიექტი; ზ) კვების და სავაჭრო ობიექტი; თ) სამხედრო დანიშნულების შენობა-ნაგებობა; ი) საწვრთნელი პოლიგონი.

3. სპეციალური ზონის განსაზღვრისას შესაბამის ქალაქთმშენებლობით გეგმაში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ფუნქცია.

4. განაშენიანების გეგმაში/განაშენიანების დეტალურ გეგმაში უნდა განისაზღვროს სპეციალური ქვეზონის კონკრეტული სახეობა და მისი განვითარების მიზანი და წინაპირობები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4579383-teritoriebis-gamoqenebis-da-ganashenianebis-regulirebis-dziritadi-debu/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4579383-teritoriebis-gamoqenebis-da-ganashenianebis-regulirebis-dziritadi-debu/18.md
