---
title: "მუხლი 7. დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-2) — ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4579383-teritoriebis-gamoqenebis-da-ganashenianebis-regulirebis-dziritadi-debu/7"
law: "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ"
article: "7"
identifier: "261"
adopted: "2019-06-03"
consolidated_as_of: "2025-12-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-2) — ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-12-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4579383-teritoriebis-gamoqenebis-da-ganashenianebis-regulirebis-dziritadi-debu/7

1. დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის ერთგვაროვან ქვეზონას, სადაც დომინირებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. აგრეთვე, დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთვასება.

2. ნებადართული სახეობებია: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის განაშენიანებას; დ) საოჯახო (არასამეწარმეო) საბაღე და საბოსტნე მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ორანჟერეა და სათბური), სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; ე) მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ვ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; ზ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; თ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; ი) ადმინისტრაციული ობიექტი; კ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა.

3. საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: ა) სასტუმრო; ბ) მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს და არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; გ) ოფისი; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4579383-teritoriebis-gamoqenebis-da-ganashenianebis-regulirebis-dziritadi-debu/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4579383-teritoriebis-gamoqenebis-da-ganashenianebis-regulirebis-dziritadi-debu/8.md
