---
title: "მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4593998-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/1"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4593998"
adopted: "2019-09-18"
consolidated_as_of: "2019-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2019-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2019-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4593998-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/1

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4593998-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
