---
title: "მუხლი 2 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4593998-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 4593998"
adopted: "2019-09-18"
consolidated_as_of: "2019-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2019-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2019-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4593998-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია;
ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან);
გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი;
ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;
ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4593998-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4593998-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3.md
