---
title: "მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4593998-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 4593998"
adopted: "2019-09-18"
consolidated_as_of: "2019-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2019-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2019-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4593998-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამავე კანონის შესაბამისად.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

3. ამ კანონის აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები და თანამდებობის პირები, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიურო მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე შესაბამის პირთა პირად ნომრებს გადასცემენ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელ ორგანოებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ საკითხს და ადგენენ, მიეკუთვნება თუ არა პირი ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას, და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებს 20 დღის ვადაში აწვდიან სათანადო ინფორმაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4593998-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4593998-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/4.md
