---
title: "მუხლი 14. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები — მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/14"
law: "მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 4596113"
adopted: "2019-06-25"
consolidated_as_of: "2019-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები — მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2019-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2019-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/14

1. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა დაამტკიცოს:
ა) საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით.

2. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა დაამტკიცოს:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხები საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე ამ საკომპენსაციო თანხის გადახდისა და მისი გადახდისგან გათავისუფლების წესი და პირობები − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით;
ბ) მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით.

3. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/15.md
