---
title: "მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილებანი — მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/5"
law: "მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4596113"
adopted: "2019-06-25"
consolidated_as_of: "2019-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილებანი — მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2019-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2019-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/5

1. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს დებულების საფუძველზე.

2. სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია:
ა) მიწის ბალანსის შედგენა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ე) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საინვესტიციო გეგმის თაობაზე განცხადების მიღება და განხილვა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საინვესტიციო გეგმის შესრულების ზედამხედველობა;
ზ) მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება;
თ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III. მიწის მიზნობრივი დანიშნულება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/6.md
