---
title: "მუხლი 6. საქართველოს მიწის ფონდი — მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/6"
law: "მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 4596113"
adopted: "2019-06-25"
consolidated_as_of: "2019-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საქართველოს მიწის ფონდი — მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2019-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2019-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/6

1. საქართველოს მიწის ფონდი მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, მათ შორის, ტყითა და წყლის ობიექტებით დაკავებულ მიწებს.

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი დანიშნულებით: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საწარმოებლად; არასასოფლო-სამეურნეო კულტურების (კოინდარის, ყვავილების, ეთერზეთების საწარმოებელი მცენარეების, სამედიცინო მცენარეებისა და სხვა კულტურების) მოსაყვანად; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისათვის (ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის, პირუტყვის გადასარეკი ტრასისა და მოსასვენებელი მოედნის, შიდასამეურნეო გზის და სხვა ფუნქციით); სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის ან/და სასწავლო საქმიანობისათვის; საკარმიდამოს ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. ამ მიწის ნაკვეთზე შეიძლება განთავსებული იყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, სამეურნეო ნაგებობა ან/და დამხმარე ნაგებობა.

3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების გარეშე მისი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება დაუშვებელია.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არამიზნობრივად გამოყენების შედეგად მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას, რომელიც იანგარიშება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებისთვის განსაზღვრული საკომპენსაციო თანხების გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/7.md
