---
title: "მუხლი 8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები და მათი ცვლილება — მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/8"
law: "მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 4596113"
adopted: "2019-06-25"
consolidated_as_of: "2019-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები და მათი ცვლილება — მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2019-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2019-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/8

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებია:
ა) საძოვარი;
ბ) სათიბი;
გ) სახნავი (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული);
დ) საკარმიდამო.

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დასაშვებია შემდეგი წესით:
ა) საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით;
ბ) სათიბის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით;
გ) სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით.

3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების გარეშე მისი უფრო მაღალი ინტენსივობის კატეგორიისათვის გათვალისწინებული დანიშნულებით სისტემატურად გამოყენება დაუშვებელია.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/9.md
