---
title: "მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულება — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/5"
law: "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ"
article: "5"
identifier: "4848-IIს"
adopted: "2019-06-25"
consolidated_as_of: "2019-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულება — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

> Text consolidated as of 2019-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2019-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/5

1. საქართველოში რეგისტრირებულმა იმ კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება, საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გასხვისება.

2. საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას, თუ მხარე არის საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება, საპრივატიზებო პირობა უნდა შეესაბამებოდეს საინვესტიციო გეგმისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისას გამოიყენება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესები.

3. ვალდებული პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გაუსხვისებლობის შემთხვევაში ეს მიწის ნაკვეთი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/6.md
