---
title: "მუხლი 8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრება — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/8"
law: "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ"
article: "8"
identifier: "4848-IIს"
adopted: "2019-06-25"
consolidated_as_of: "2019-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრება — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

> Text consolidated as of 2019-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2019-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/8

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებიც პრივატიზებას არ ექვემდებარება, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. საქართველოს მიწის ბაზრის მოწესრიგების, მიწის გამოყენებისა და დაცვის, მიწის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით იქმნება საქართველოს საადგილმამულო ფონდი, რომლის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს საადგილმამულო ფონდის მეშვეობით,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უპირატესი გამოსყიდვის უფლება აქვს სახელმწიფოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/9.md
