---
title: "მუხლი 101. საქონლის გაშვება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/101"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "101"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 101. საქონლის გაშვება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 101 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/101

1. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სრულად არის დაცული, საქონელი გაიშვება დაუყოვნებლივ, საბაჟო დეკლარაციის შემოწმების დასრულებისთანავე, ხოლო თუ საბაჟო დეკლარაცია არ მოწმდება − ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქონელი გაიშვება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება გონივრულ ვადაში ვერ სრულდება და მისი შემოწმების მიზნისთვის საქონლის წარდგენის ადგილზე ყოფნა აღარ მოითხოვება.

3. ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ყველა საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა იმ შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანო.

4. თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია საქონლის რამდენიმე სახეობა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნისთვის საქონლის თითოეული სახეობის შესახებ მონაცემები ცალ-ცალკე დეკლარირებულად მიიჩნევა.

5. თუ საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა გარანტიის წარდგენას ითვალისწინებს, ამ საბაჟო პროცედურაში მოსაქცევი საქონლის გაშვება დასაშვებია შესაბამისი გარანტიის წარდგენის შემდეგ.
თავი XV. საქონლის განკარგვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/100.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/102.md
