---
title: "მუხლი 102. საქონლის განადგურება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/102"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "102"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 102. საქონლის განადგურება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 102 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/102

1. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს მისთვის წარდგენილი საქონლის განადგურება, რის შესახებაც მან უნდა აცნობოს საქონლის მფლობელს. საქონლის განადგურების ხარჯებს საქონლის მფლობელი ანაზღაურებს.

2. საქონლის გასანადგურებლად განსახორციელებელი საბაჟო ფორმალობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/101.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/103.md
