---
title: "მუხლი 108. საზღვაო თევზჭერის პროდუქტები და ზღვის სხვა პროდუქტები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/108"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "108"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 108. საზღვაო თევზჭერის პროდუქტები და ზღვის სხვა პროდუქტები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 108 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/108

1. ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონელი:
ა) საქართველოში რეგისტრირებული და საქართველოს დროშით მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების გარეთ მოპოვებული საზღვაო თევზჭერის პროდუქტი ან ზღვის სხვა პროდუქტი;
ბ) პროდუქტი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ და საქართველოს დროშით მცურავ გადამამუშავებელ (მწარმოებელ) გემზე მიიღება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქტისგან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებით სარგებლობისთვის უნდა შესრულდეს ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამ პირობების შესრულება დასტურდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/107.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/109.md
