---
title: "მუხლი 11. საბაჟო საიდუმლოება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/11"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "11"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საბაჟო საიდუმლოება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 11 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/11

1. საბაჟო ორგანოში პირის შესახებ არსებული ინფორმაცია, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1
1
ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციისა, არის საბაჟო საიდუმლოება.

2. პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საბაჟო საიდუმლოებას შეიცავს, სხვა პირს შეიძლება გადაეცეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. საბაჟო ორგანო და მესამე პირი, რომელმაც ამ მუხლის საფუძველზე მიიღო საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის საიდუმლოება.

4. საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საბაჟო ორგანოში არსებულ, საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ფინანსთა მინისტრის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად.

6. ეს მუხლი არ გამოიყენება საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების მიმართ.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/12.md
