---
title: "მუხლი 112. აღრიცხვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/112"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "112"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 112. აღრიცხვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 112 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/112

1. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ავტორიზაციის მფლობელმა, პროცედურის მფლობელმა (გარდა ტრანზიტის პროცედურის მფლობელისა) ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის შენახვასთან ან გადამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ანდა თავისუფალ ზონაში საქონლის გაყიდვას ან შეძენას, უნდა აწარმოოს სათანადო აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმით. აღრიცხვა გულისხმობს ისეთი მონაცემისა და სხვა ინფორმაციის შენახვას, რომლებიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს, ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, კერძოდ, ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის იდენტიფიკაციასთან, საბაჟო სტატუსთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

2. მიიჩნევა, რომ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ასრულებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებას, თუ მის მიერ წარმოებული აღრიცხვა შეესაბამება სპეციალური პროცედურის მიზნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/111.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/113.md
