---
title: "მუხლი 115. საქონლის გადაადგილება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/115"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "115"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 115. საქონლის გადაადგილება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 115 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/115

1. სპეციალურ პროცედურაში მოქცეული საქონელი გადაადგილდება ამ კოდექსის 118-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალურ პროცედურაში მოქცეული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებულ სხვადასხვა ადგილს შორის შეიძლება გადაადგილდეს იმავე ბრძანებით დადგენილი განსხვავებული პირობებით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილი არ ვრცელდება ტრანზიტის ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის გადაადგილებაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/114.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/116.md
