---
title: "მუხლი 119. ტვირთის უფლებამოსილი მიმღები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/119"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "119"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 119. ტვირთის უფლებამოსილი მიმღები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 119 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/119

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო ორგანომ დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს „TIR კარნეტის ფარგლებში საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ“ ჟენევის 1975 წლის 14 ნოემბრის საბაჟო კონვენციის (TIR კონვენცია) შესაბამისად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე მიღების უფლება, თუ ამ საქონლის გადაზიდვა ხორციელდება იმავე კონვენციის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამ უფლების მიღების შემთხვევაში დაინტერესებული პირი არის ტვირთის უფლებამოსილი მიმღები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/118.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/120.md
