---
title: "მუხლი 12. საბაჟო ორგანოს მიერ ინფორმაციის გაცემა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/12"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "12"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საბაჟო ორგანოს მიერ ინფორმაციის გაცემა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 12 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/12

1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია პირის მიმართვის საფუძველზე გასცეს ინფორმაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ.

2. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, არ გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია, თუ ეს მოთხოვნა არ უკავშირდება საქონლით საერთაშორისო ვაჭრობის რეალურ ოპერაციებს.

3. საბაჟო ორგანომ უნდა შეინარჩუნოს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირებთან მუდმივი დიალოგის საშუალებები, აგრეთვე უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის/საბაჟო პროცედურების შესახებ ინფორმაციისა და საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი განცხადების ფორმის ხელმისაწვდომობა სათანადო გადასახდელის გადახდის გარეშე.

4. საბაჟო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, გამოსცეს საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის ნორმის გამოყენების შესახებ მითითება/ინსტრუქცია. ამ მითითების/ინსტრუქციის შესრულება საბაჟო ორგანოსთვის სავალდებულოა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/13.md
