---
title: "მუხლი 122. საბაჟო საწყობის პროცედურის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/122"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "122"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 122. საბაჟო საწყობის პროცედურის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 122 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/122

1. საბაჟო საწყობის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი დასაწყობდეს საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ანშენახვის სხვა ადგილზე, რაც არ იწვევს:
ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

2. საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად დაზიანებული ან გაფუჭებული საქონელი საბაჟო პროცედურაში ექცევა იმავე წესით, რომლითაც მოექცეოდა ამ სახით არსებული საქონელი.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს საქონელი შეიძლება მოექცეს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/121.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/123.md
