---
title: "მუხლი 123. საბაჟო საწყობის პროცედურის ვადა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/123"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "123"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 123. საბაჟო საწყობის პროცედურის ვადა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 123 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/123

1. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, იმ პირობით, რომ თითოეული გაგრძელებული ვადა 2 წელს არ აღემატება.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია დაადგინოს საბაჟო საწყობის პროცედურის დასრულების ვადა იმ საქონლისთვის, რომლის ხანგრძლივად დასაწყობებამ, მისი სახეობიდან და მახასიათებლიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, მცენარეს ან გარემოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/122.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/124.md
