---
title: "მუხლი 124. საბაჟო საწყობი, საბაჟო ორგანოს საწყობი და საქონლის შენახვის სხვა ადგილი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/124"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "124"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 124. საბაჟო საწყობი, საბაჟო ორგანოს საწყობი და საქონლის შენახვის სხვა ადგილი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 124 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/124

1. საბაჟო საწყობში შესაძლებელია:
ა) საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვა;
ბ) საქონლის დროებით შენახვა;
გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვა.

2. დასაშვებია საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა.

3. საბაჟო ორგანოს საწყობში შეიძლება საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის გარდა საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სხვა საქონელიც განთავსდეს.

4. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის სხვა ადგილები და მისი შენახვის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/123.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/125.md
