---
title: "მუხლი 125. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/125"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "125"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 125. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 125 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/125

1. საბაჟო საწყობის საქმიანობა ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო ორგანო თავად ახორციელებს საბაჟო საწყობის საქმიანობას.

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა გაიცემა საქართველოში დაფუძნებულ პირზე. აკრძალულია ამ ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა.

3. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად დასაკმაყოფილებელი პირობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. ნებართვის მაძიებელმა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის გარანტია.

5. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/124.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/126.md
