---
title: "მუხლი 126. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის გარეშე საქონლის საბაჟო საწყობში მოთავსება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/126"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "126"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 126. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის გარეშე საქონლის საბაჟო საწყობში მოთავსება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 126 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/126

1. ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს თანხმობით, თუ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებაზე, შესაძლებელია:
ა) საბაჟო საწყობში შენახულ იქნეს საქართველოს საქონელი;
ბ) შიდა გადამუშავების პროცედურაში ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცეული საქონელი გადამუშავდეს საბაჟო საწყობში ამ პროცედურით განსაზღვრული პირობებისა და შესაბამისი შემთხვევებისთვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის სპეციალური ნორმების დაცვით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონელი არ მიიჩნევა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/125.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/127.md
