---
title: "მუხლი 128. თავისუფალი ზონის არსი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/128"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "128"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 128. თავისუფალი ზონის არსი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 128 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/128

თავისუფალი ზონა საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობისთვის. თავისუფალ ზონაში:
ა) იმპორტის გადასახდელის გადახდისა და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელებისთვის უცხოური საქონლის შეტანა არ მიიჩნევა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევად და, შესაბამისად, ამ საქონელზე იმპორტის გადასახდელი არ გადაიხდევინება;
ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც გამოიყენება ექსპორტის პროცედურაში ანალოგიური საქონლის მოქცევისას (მათ შორის, საქართველოს საქონელს ენიჭება უცხოური საქონლის სტატუსი).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/127.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/129.md
