---
title: "მუხლი 129. თავისუფალი ზონის შექმნა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/129"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "129"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 129. თავისუფალი ზონის შექმნა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 129 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/129

1. თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სპეციალურად გამოყოფილი ნაწილი.

2. დაინტერესებული პირის განცხადებისა და შესაბამისი გარანტიის წარდგენის საფუძველზე თავისუფალი ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. თავისუფალ ზონაში ნებისმიერი შენობა-ნაგებობის ან კონსტრუქციის მშენებლობა წინასწარ უნდა შეთანხმდეს საბაჟო ორგანოსთან.

4. თავისუფალი ზონა სპეციალური ზღუდით უნდა იყოს შემოსაზღვრული და უნდა განისაზღვროს თავისუფალ ზონაში შესასვლელი ან/და გამოსასვლელი.

5. თავისუფალი ზონის შექმნის პირობები, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობა, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/128.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/130.md
