---
title: "მუხლი 131. თავისუფალ ზონაში საბაჟო კონტროლის განხორციელება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/131"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "131"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 131. თავისუფალ ზონაში საბაჟო კონტროლის განხორციელება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 131 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/131

1. თავისუფალი ზონის შესასვლელსა და გამოსასვლელს, თავისუფალი ზონის პერიმეტრს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია:
ა) გააკონტროლოს პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების თავისუფალ ზონაში შესვლა/თავისუფალი ზონიდან გასვლა;
ბ) აკრძალოს თავისუფალ ზონაში იმ პირის შესვლა და საქმიანობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სათანადოდ შესრულებას;
გ) მოითხოვოს თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები;
დ) საჭიროების შემთხვევაში დაათვალიეროს თავისუფალ ზონაში შენახული საქონელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/130.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/132.md
