---
title: "მუხლი 132. თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/132"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "132"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 132. თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 132 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/132

1. დასაშვებია თავისუფალ ზონაში ნებისმიერი საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, აგრეთვე თავისუფალი ზონიდან ნებისმიერი საქონლის გამოტანა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თავისუფალ ზონაში აკრძალულია:
ა) იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა;
ბ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა;
გ) ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია;
დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია.

3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისთვის. მისი შეტანა საქონლის ექსპორტად არ მიიჩნევა.

4. თავისუფალ ზონაში ნებადართულ საქმიანობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს აკრძალვები ან შეზღუდვები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/131.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/133.md
