---
title: "მუხლი 133. თავისუფალ ზონაში საქონლის წარდგენა და დეკლარირება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/133"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "133"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 133. თავისუფალ ზონაში საქონლის წარდგენა და დეკლარირება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 133 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/133

1. თავისუფალ ზონაში შესატან საქონელზე საბაჟო ორგანოს წარედგინება მხოლოდ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თავისუფალ ზონაში შესატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ორგანოსთვის წარდგენას და საბაჟო ფორმალობების განხორციელებას, თუ:
ა) იგი მოქცეული იყო სხვა საბაჟო პროცედურაში, რომელიც თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით დასრულდა. ამასთანავე, საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ ამ საბაჟო პროცედურის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება;
ბ) იგი შეტანილ იქნა თავისუფალ ზონაში იმპორტის გადასახდელის დაბრუნების ან მისი გადახდისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) მის მიმართ გამოიყენება ექსპორტის პროცედურაში მსგავსი საქონლის მოქცევისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/132.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/134.md
