---
title: "მუხლი 134. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანის პირობები და თავისუფალი ზონიდან გატანილი საქონლის საბაჟო სტატუსი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/134"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "134"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 134. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანის პირობები და თავისუფალი ზონიდან გატანილი საქონლის საბაჟო სტატუსი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 134 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/134

1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონელი შეიძლება:
ა) გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის პროცედურით ან განხორციელდეს მისი რეექსპორტი;
ბ) გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე.

2. თავისუფალი ზონიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გატანილ საქონელზე ვრცელდება ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/133.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/135.md
