---
title: "მუხლი 135. საქონლის საბაჟო სტატუსი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/135"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "135"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 135. საქონლის საბაჟო სტატუსი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 135 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/135

1. თუ საქონელი თავისუფალი ზონიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე შეიტანება, ის მიიჩნევა უცხოურ საქონლად, ვიდრე არ დადასტურდება მისი, როგორც საქართველოს საქონლის, სტატუსი.

2. თუ საქონელი თავისუფალი ზონიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გაიტანება, საქონლის ექსპორტთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების მიზნისთვის ეს საქონელი მიიჩნევა საქართველოს საქონლად, თუ არ დადასტურდება, რომ მას არ აქვს საქართველოს საქონლის სტატუსი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/134.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/136.md
