---
title: "მუხლი 138. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/138"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "138"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 138. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 138 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/138

დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის აუცილებელია:
ა) არსებობდეს საქონლის საიმედო იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა.ა) საქონლის იდენტიფიკაციის შეუძლებლობა, მისი მახასიათებლისა და გამოყენების მიზნის გათვალისწინებით, არ გამოიწვევს ამ პროცედურის პირობების დარღვევას;
ა.ბ) ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმება;
ბ) წარდგენილ იქნეს გარანტია, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა;
გ) დროებით შემოტანილი საქონელი უკან იქნეს გატანილი უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით;
დ) შესრულდეს საქონლის იმპორტის გადასახადისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებისთვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/137.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/139.md
