---
title: "მუხლი 139. საქონლის დროებით შემოტანის ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/139"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "139"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 139. საქონლის დროებით შემოტანის ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 139 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/139

1. დეკლარანტი განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში ან უნდა განხორციელდეს მისი რეექსპორტი.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი ავტორიზაციის მფლობელმა საქონელი დროებით შემოტანის პროცედურაში შეიძლება მოაქციოს არაუმეტეს 3 წლისა. თუ ერთი ავტორიზაციის მფლობელი დროებით შემოტანის პროცედურას საქონლის სხვა სპეციალურ პროცედურაში მოქცევით ასრულებს და შემდეგ ეს საქონელი ისევ ექცევა დროებით შემოტანის პროცედურაში, დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის ჯამური ვადა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზაციის მფლობელის მოტივირებული განცხადების საფუძველზე გაზარდოს დეკლარანტის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ვადა ან/და ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ვადა.

4. დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/138.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/140.md
