---
title: "მუხლი 140. ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახადის ოდენობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/140"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "140"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 140. ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახადის ოდენობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 140 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/140

1. იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება იმპორტის გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტით, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, კუთვნილი გადასახდელი თანხა ერთდროულად, ამ ნაწილით დადგენილ ვადაში გადაიხადოს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადასახდელი თანხების ჯამური ოდენობა (საურავის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს იმპორტის გადასახადის იმ თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს შესაბამისი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას.
თავი XXIII. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/139.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/141.md
