---
title: "მუხლი 143. გამოსავლიანობის ნორმა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/143"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "143"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 143. გამოსავლიანობის ნორმა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 143 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/143

1. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის გამოსავლიანობის სტანდარტული ნორმა, შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას დეკლარანტი საბაჟო ორგანოს უთანხმებს გამოსავლიანობის ნორმას ან გამოსავლიანობის საშუალო ნორმას ან, საჭიროების შემთხვევაში, მისი გაანგარიშების მეთოდს.

2. გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს უფლებამოსილი პირის დასკვნა.

3. გამოსავლიანობის ნორმა ან გამოსავლიანობის საშუალო ნორმა უნდა განისაზღვროს იმ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, რომელშიც ხორციელდება ან განხორციელდება გადამუშავების პროცესი. საჭიროების შემთხვევაში, ეს ნორმა შეიძლება შეიცვალოს ამ კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/142.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/144.md
